აგვისტო 15, 2018
weather cur airplane horoscope tv

შენგელიას „ბასკონია“ მადრიდის „რეალთან“ ფინალურ სერიაში დაწინაურდა

12:38 - 14 ივნისი 2018 hits 144

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია მადრიდში დაიწყო, სადაც თორნიკე შენგელიას კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. პირველი ტაიმი აბსოლუტურად თანაბარი იყო და ამიტომაც გუნდები დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მესამე პერიოდში ვიტორიელებმა იძალეს და დიდწილად სწორედ ხსენებულ ათწუთეულში მოპოვებულმა უპირატესობამ განაპირობა მათი გამარჯვება. დასკვნითი მეოთხედის წინ ბასკები 9 ქულით იგებდნენ და ბუნებრივია უპირატესობის განიავება არ სურდათ. თავის მხრივ წაგება არც „სამეფო კლუბს“ სურდა და ამიტომაც ჩინებული თამაში გაჩაღდა. საბოლოოდ, ბასკებმა საწადელს მიაღწიეს და საბოლოოდ 94:90 იმარჯვეს.

სასიხარულოა, რომ აღნიშნულ წარმატებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 30 წუთი გაატარა. საგულისხმოა, რომ შეხვედრის გადამწყვეტ მომენტში „თოკომოტივმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა „ბასკონიას“.

შენგელია საკუთარ გუნდს 12 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი პასითა და 1 ჩაჭრით შეეწია. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა.

ფინალური სერიის მეორე მატჩი 16 ივნისს, ისევ მადრიდში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]com

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]