სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

სალაჰმა ეგვიპტეს ვერ უშველა

10:34 - 20 ივნისი 2018 hits 312

რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტური დაიწყო და პირველ შეხვედრაში მასპინძელმა რუსეთმა კვლავ მოახერხა სოლიდური ანგარიშით გამარჯვება. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდის წინააღმდეგ ეგვიპტის ნაკრებს ლიდერი მოჰამედ სალაჰი დაბრუნდა, თუმცა მისი გატანილი გოლი „ფარაონებს“ ვერ დაეხმარა.

სანკტ-პეტერბურგში გამართულ მატჩში ეგვიპტის ნაკრების ყველანაირი იმედი „ლივერპულის“ ფორვარდთან ასოცირდებოდა, მაგრამ ტრავმის შემდეგ მოჰამედ სალაჰი იდეალური ფორმისგან შორს იმყოფება და თანაც მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი ფეხბურთელით ფონს გასვლა რთულია. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია, მეორე ტაიმის დაწყება და ეგვიპტელთა უიღბლობა კი ერთი იყო - კაპიტანმა აჰმედ ფათჰიმ თითქოს უწყინარ სიტუაციაში თავის კარში გაიტანა და რუსებსაც ფრთები შეესხათ. ექტორ რაულ კუპერის გუნდს მხოლოდ მოგება აწყობდა, მასპინძლებს კი - ფრე, თუმცა ეგვიპტელები გონს ვერ მოვიდნენ და სამწუთიან ინტერვალში ჯერ დენის ჩერიშევმა გაარღვია დაცვის ხაზი, მერე - არტიომ ძიუბამ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მოჰამედ სალაჰის მიერ გამომუშავებული და შესრულებული პენალტი მხოლოდ პრესტიჟის ხასიათს ატარებდა.

რუსეთის ნაკრების მიერ საწყის ორ მატჩში ნაჩვენები შედეგი კი უმნიშვნელო, მაგრამ მაინც რეკორდებითაა სავსე: მასპინძელ ნაკრებებს შორის აქამდე პირველ ორ შეხვედრაში 8 გოლის გატანა მხოლოდ იტალიას მოეხერხებინა 1934 წელს, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატზე ამდენი გოლი არასოდეს ჰქონდა გატანილი, მუნდიალზე ორი მატჩი რუსეთის ნაკრებს აქამდე არასოდეს ჰქონდა მოგებული და რაც მთავარია, რუსეთი ქვეჯგუფიდან მერვედფინალში გავიდა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]