ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

საფრანგეთი ფინალშია, ბელგია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებს

10:18 - 11 ივლისი 2018 hits 105

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. საფრანგეთი-ბელგიის ნახევარფინალური შეხვედრა დიდიე დეშანის გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო და ფინალში გავიდა, დამარცხებული ბელგია კი მე-3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

სანკტ-პეტერბურგის „ოტკრიტიე არენაზე“ შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საწყის წუთებში ბელგია აქტიურობდა, შემდეგ კი - საფრანგეთი. მაღალი კლასის სანახაობრივ თამაშში საგოლე მომენტებიც შეიქმნა, თუმცა პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, რადგან ორივე გუნდი ფრთხილობდა და მთელი ძალებით წინ წასვლას მეტნაკლებად ერიდებოდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „მამლებმა“ გოლი გაიტანეს: ანტუან გრიზმანის მოწოდებული კუთხურიდან ცენტრალურმა მცველმა სამუელ უმტიტიმ თავით თამაში ყველას დაასწრო - 1:0. გოლის შემდეგ ფრანგების უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა. ბელგიელები ცდილობდნენ სხვაობის აღმოფხვრას, თუმცა გოლთან ახლოს ფრანგები უფრო იყვნენ. „მამლების“ რიგებში თითქმის არცერთ  ფეხბურთელს ცუდად არ უთამაშია, ბელგიელთა რიგებში კი გამორჩევას ედენ აზარი იმსახურებდა, რომელიც მწვავე შეტევებს იწყებდა და ფრანგებს თავსატეხებს უჩენდა. ანგარიში აღარ შეცვლილა და მუნდიალის ფინალში საფრანგეთის ნაკრები არსებობის ისტორიაში მესამედ გავიდა - უკანასკნელად ფინალში „სამფეროვნები“ 2006 წელს იყვნენ. რაც შეეხება ბელგიას, რობერტო მარტინესის გაწვრთნილმა „წითელმა ეშმაკებმა“ ახალი ისტორია ვერ დაწერეს და მუნდიალზე კვლავ ბრინჯაოს მედლებისთვის მოუწევთ თამაში, რაც ბელგიელებმა აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1986 წელს გააკეთეს. იმ წელს ბელგიამ მე-3 ადგილისთვის მატჩი სწორედ საფრანგეთთან წააგო.

რაც შეეხება ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრების მეტოქეს, იგი დღეს ხორვატია-ინგლისის შეხვედრაში გაირკვევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]