weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ჯაბა ჯიღაური „გრენობლში“ ითამაშებს

12:36 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

საქართველოს ნაკრების წევრი ჯამბულ (ჯაბა) ჯიღაური საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე „გრენობლში“ ითამაშებს. 26 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

„გრენობლი“ ლიგა 2-ში მესამე დივიზიონიდან უკანასკნელ სეზონში აღზევდა და ახალ სეზონში პირველ ოფიციალურ მატჩს 27 ივლისს, „სოშოსთან“ გამართავს. აღსანიშნავია, რომ ფრანგულ კლუბს ოლივიე გეგანი წვრთნის, რომელიც 2015-2016 წლების სეზონში „რეიმსში“ ჯაბა კანკავას ავარჯიშებდა.

რაც შეეხება ჯაბა ჯიღაურს, ქართველი ფეხბურთელი ბოლოს ყაზახურ „ორდაბასიში“ ასევე ყაზახური „აკტობედან“ განათხოვრებით თამაშობდა, ხოლო იქამდე სკოპიეს „ვარდარის“, საჩხერის „ჩიხურასა“ და თბილისის „დინამოს“ წევრი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]