weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ზლატკო დალიჩი პოსტზე დარჩა

10:34 შაბათი, 11 აგვისტო 2018

ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს. 51 წლის სპეციალისტმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავორ შუკერმა შეთანხმებას მიაღწიეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა დავორ შუკერთან და ყველაფერზე შევთანხმდით. დიდი მადლობა დავორს, რომ მან ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და ის ყველაფერზე დამთანხმდა. სულმოუთმენლად ველოდები ნაკრებთან ერთად ახალ გამოწვევებს“- განაცხადა ზლატკო დალიჩმა.

შეგახსენებთ, რომ დალიჩის ხელმძღვანელობით ხორვატიამ ახალი საფეხბურთო ისტორია დაწერა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მიმდინარე წლის შემოდგომაზე ხორვატიის ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგაზე ესპანეთისა და ინგლისის წინააღმდეგ იასპარეზებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]