weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

14:59 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018

ნორვეგიის ქალაქ დრამენში გამართული ევროპის ჩემპიონატი სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა. გაფრინდაშვილი გათამაშების შემდეგ 5.5 ქულით პირველობას რუს ელენა ფატალიბეკოვასთან ერთად იყოფდა, თუმცა მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლით აჯობა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი რუსმა ფატალიბეკოვამ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი თამარ ხმიადაშვილია, რომელიც სენიორთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, ასევე, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11 გზის ჩემპიონი, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი და სხვა არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური პრიზის მფლობელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]