სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა

12:19 - 13 სექტემბერი 2018 hits 106

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადენორ ლეონარდო ბაკიმ, იგივე ტიტემ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარს უპასუხა.

ტრამპმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა: საფეხბურთო ქვეყანა? ვფიქრობ, ბრაზილიას ცოტა ხნის წინ პრობლემები ჰქონდა. ამით აშშ-ის პრეზიდენტმა ბრაზილიის ბელგიასთან მუნდიალის მეოთხედფინალში წაგება გაიხსენა.

„ჩემი პასუხი ტრამპს? მსოფლიო ჩემპიონატი ხუთჯერ გვაქვს მოგებული. შესაძლოა, ჯობდეს, მან ისტორია ისწავლოს,“ - აცხადებს ტიტე, რომელსაც ბელგიასთან მარცხის მიუხედავად კონტრაქტი გაუგრძელეს.

ბრაზილიელებმა მსოფლიო ჩემპიონატი ბოლოს 16 წლის წინ, 2002 წელს მოიგეს, შემდეგ ოთხ მუნდიალზე კი ისინი სამჯერ მეოთხედფინალამდე მივიდნენ, ერთხელ კი მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]