weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ტოჩინოშინმა იოკოზუნა დაამარცხა

13:09 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

სუმოისტმა ლევან გორგაძემ სექტემბრის სუპერტურნირზე მონღოლი დიდი ჩემპიონი კაკურიუ დაამარცხა. ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ იოკოზუნას წოდების მქონე სახელოვან მეტოქესთან გამარჯვებით მოგება-წაგებათა დადებითი ბალანსი გაიმყარა.

ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც ტრავმით ასპარეზობს და ამის გამო რამდენიმე დაუგეგმავი მარცხიც იწვნია, იოკოზუნა კაკურიუ ჰაერში ასწია, დოჰიოდან გადაიყვანა და მიმდინარე ბაშოზე პირველი მარცხი აგემა.

ლევან გორგაძემ პირად დაპირისპირებაში კაკურიუს 22 მარცხის ფონზე მესამედ სძლია, მიმდინარე სუპერტურნირზე კი თავად ბალანსი 7:4 გაუხდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კიდევ უფრო სახელოვანი და ძლიერი მეტოქე, ასევე იოკოზუნა ჰაკუჰო იქნება, რომელთანაც ლევან გორგაძე ურთიერთშეხვედრებში 1:25 მარცხდება. ერთი გამარჯვება ოძეკი ტოჩინოშინმა ყველა დროის საუკეთესო სუმოისტთან წინა სუპერტურნირზე მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]