weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

პუტინს უკრაინაზე უფრო დიდი ამბიციები აქვს, მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს – ბაიდენი

01:06 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. ბაიდენმა ეს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების გამოცხადების შემდეგ თქვა.

„მას უკრაინაზე უფრო დიდი ამბიციები აქვს. სინამდვილეში, მას სურს, აღადგინოს ყოფილი საბჭოთა კავშირი. ამაშია საქმე. და მე ვფიქრობ, რომ მისი ამბიციები სრულიად ეწინააღმდეგება იმ ადგილს, სადაც დანარჩენი მსოფლიოა მისული“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ ძვირად დაუჯდება როგორც ეკონომიკურად ისე სტრატეგიულად.

„როდესაც დაიწერება ამ ეპოქის ისტორია, პუტინის არჩევანი - უკრაინაში სრულიად გაუმართლებელი ომის დაწყება - რუსეთს უფრო სუსტს გახდის, ხოლო დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს“, – თქვა ჯო ბაიდენმა.

24 თებერვალს, გამთენიისას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრნენ. როგორც პუტინმა განაცხადა, მათი მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და „დენაციფიკაციაა“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]