weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

კიევის დაბომბვა ტერორიზმის აშკარა ფაქტია – პოლონეთის პრეზიდენტი

12:16 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქის დაბომბვა „ტერორიზმის აშკარა ფაქტია“. ამის შესახებ დუდამ Twitter-ზე დაწერა. 

„კიევში ძალიან რთული ვითარებაა. დილით რუსებმა დაიწყეს ქალაქის დაბომბვა. დრონები მომბებს აგდებენ საცხოვრებელ სახლებზე. ხალხი იღუპება. ეს ტერორიზმის აშკარა ფაქტია მიმართული იმაზე, რომ გატეხოს საბრძოლო სული, მაგრამ არსებობს უზარმაზარი ნება დედაქალაქის დასაცავად“, – წერს ანჯეი დუდა.

დღეს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მეორე დღეა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 25 თებერვალს, დილის 4 საათზე, რუსეთის ძალებმა გააგრძელეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება, მათ შორის, კიევის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა. ზელენსკის თქმით, ტყუილია რუსეთის ხელისუფლების განცხადებები, რომ სამოქალაქო ობიექტები მათი სამიზნე არაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]