weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ზელენსკის თქმით, უკრაინაში 16 000 მოხალისე მებრძოლი ჩავა

19:04 ხუთშაბათი, 03 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში უკვე ჩადიან უცხოელი მოხალისეები, რომელთა რაოდენობა 16 ათასია. 

„უკრაინა უკვე ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოდიან. პირველები 16 ათასიდან მოდიან თავისუფლების დასაცავად, ჩვენთვის, ყველასათვის სიცოცხლის დასაცავად. დარწმუნებული ვარ ეს წარმატებული იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველდღიურად სულ უფრო მეტ იარაღს იღებს პარტნიორებისგან.

უკრაინის პრეზიდენტმა ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ 27 თებერვალს განაცხადა: „ყველას, ვისაც სურს შეუერთდეს უსაფრთხოების დაცვას ევროპასა და მსოფლიოში, შეუძლია ჩამოვიდეს და მხარი დაუჭიროს უკრაინელებს 21-ე საუკუნის დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში“, – თქვა მან.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და უკრაინელების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]