weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მოკლულია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში კიევის დელეგაციის წევრი – მედია

17:21 შაბათი, 05 მარტი 2022

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოკლულია რუსეთ-უკრაინის პირველ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრი, დენის კირეევი. გამოცემა „ობოზრევატელი“ წერს, რომ კირეევი სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი და სავარაუდოდ მაშინ მოკლეს, როდესაც უსაფრთხოების სამსახური აკავებდა. 

„ობოზრივატელი“ აღნიშნავს, რომ ინფორმაცია საკუთარი წყაროებისგან მიიღეს. გარდა ამისა, ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა, ალექსანდრ დუბინსკიმაც დაწერა. 

„ობოზრივატელის“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატი კირეევს 28 თებერვალს, გომელის ოლქში გამართული ​​მოლაპარაკების მონაწილედ არ ასახელებდა და მისი სახელი პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არ იყო, თუმცა ფოტოს-ვიდეოში მასალაში ის უკრაინის წარმომადგენლების გვერდით ზის.

ალექსანდრ დუბინსკის ინფორმაციით, დენის კირეევი ფინანსისტი იყო. 2010-2014 წლებში ის უკრაინის სახელმწიფო შემნახველ ბანკში (Oschadbank) მუშაობდა და გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. დუბინსკი წერს, რომ კირეევი ძმებ კლიუევებთან იყო დაკავშირებული. ანდრეი კლიუევი უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავდებდა, შემდეგ კი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელი უკრაინის გაქცეული მეოთხე პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს, ხოლო მისი ძმა – სერგეი, 2006-2019 წლებში ოთხი მოწვევის რადას დეპუტატი იყო.

„კირეევი კლიუევების კაცია. როგორ მოხდვა ის უკრაინის დელაგაციის შემადგენლობაში ოკუპანტებთან პირველი მოლაპარაკებების დროს? ძალიან მინდა ეს პრეზიდენტის ოფისთან გავარკვიო“, – წერს რადას დეპუტატი Telegram-ში. 

დენის კირეევის მოკვლის შესახებ იონფორმაცია ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]