weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

აშშ რუსეთიდან ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტს კრძალავს

10:23 ოთხშაბათი, 09 მარტი 2022

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთიდან ნავთობის, თხევადი ბუნებრივი აირის და ქვანახშირის იმპორტს კრძალავს. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წაართმევს იმ ეკონომიკურ რესურსებს, რომელსაც უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იყენებს. 

„დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია. ჩვენ ვკრძალავთ რუსული ნავთობისა და გაზის ყველანაირ იმპორტს. 

ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის პორტები რუსულ ნავთობს აღარ მიიღებენ და ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინის ომის მანქანას“,განაცხადა 8 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენის თქმით, ვაშინგტონში ესმით, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების გამო, ევროპულ ქვეყნებს ასეთივე ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლიათ.

„მაგრამ ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ევროპასთან და ჩვენს პარტნიორებთან, რათა შევიმუშაოთ გრძელვადიანი სტრატეგია რუსულ ენერგიაზე მათი დამოკიდებულების შესამცირებლადაც“, – აღნიშნა ბაიდენმა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, გასულ წელს აშშ-ს დღეში დაახლოებით 700 000 ბარელი ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეჰქონდა რუსეთიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს დაკარგავს. 

ასევე თეთრი სახლის ცნობით, პუტინის სასტიკმა ომმა საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია და ხარჯები ამერიკულ ოჯახებსაც გაეზარდათ, თუმცა პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ გააგრძელებს მუშაობას ამ ტკივილის შესამსუბუქებლად და უცხოურ ნავთობსა და წიაღისეულზე აშშ-ის დამოკიდებულების შესამცირებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]