weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

თეთრი სახლი რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე საუბრობს

13:10 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022

ამერიკის შეერთებული შტატები არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის დროს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს ან აწარმოოს ცრუ დროშის ოპერაცია მისი გამოყენებით. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკმა განაცხადა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

„ახლა, როდესაც რუსეთმა გააკეთა ეს ცრუ განხცადებები და ჩინეთმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა ამ პროპაგანდას, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს, ან შექმნას ცრუ დროშის ოპერაცია მათი გამოყენებით. ეს ლოგიკურია“, – დაწერა საკმა Twitter-ზე.

როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფერი რუსეთის აშკარა ხრიკია, რათა გაამართლოს თავისი წინასწარ განზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა უკრაინაზე.

9 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა უკრაინა ქიმიური თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა. კონაშენკოვის თქმით, „უკრაინელმა ნაციონალისტებმა“ ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ზოლოჩოვში 80 ტონა ამიაკი მიიტანეს. 

„ზოლოჩოვიდან წამოსულმა ადგილობრივებმა თქვეს, რომ ნაციონალისტები მათ ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქიმიური თავდასხმის შემთხვევაში“, – განაცხადა კონაშენკოვმა.

უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ საუბრობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. ის ამბობს, რომ წლების განმავლობაში უკრაინაში არსებულ ლაბორატორიებში ხორციელდებოდა სამხედრო ბიოლოგიური პროგრამა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო (პენტაგონი) აფინანსებდა. ზახაროვას განცხადებით, ეს პირდაპირი საფრთხეა რუსეთისთვის. 

კრემლის ნარატივს ავრცელებს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც, რომელმაც 10 მარტს Telegram-არხზე დაწერა, რომ „ღრმად შოკირებულია“ ინფორმაციით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ ათობით ბიოლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღი იქმნებოდა.

უკრაინა და ამერიკის შერთებული შტატები ასეთი ლაბორატორიების არსებობის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]