weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

აშშ-მა სანქციები პუტინის პრესმდივნის ცოლსა და შვილებსაც დაუწესა

11:06 შაბათი, 12 მარტი 2022
ფოტოზე - დიმიტრი პესკოვი ფოტოზე - დიმიტრი პესკოვი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სანქციები რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის უახლოესი ნათესავების წინააღმდეგაც დააწესა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ვაწესებთ სანქციებს რუსეთის დუმის 12 წევრის წინააღმდეგ, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების ძალისხმევას, ასევე სანქციებს ვუწესებთ კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის მეუღლესა და შვილებს“, – განაცხადა პრაისმა.

თავად პესკოვს აშშ-მა სანქციები 3 მარტს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ის იდენტიფიცირებულია როგორც რუსეთის ფედერაციის მთავარი პროპაგანდისტი და სპიკერი. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, 11 მარტიდან სანქციების ქვეშ ხვდებიან პესკოვის მეუღლე ტატიანა ნავკა და სრულწლოვანი შვილები - ნიკოლაი და ელიზავეტა პესკოვები, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში მათი აქტივები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დიბლოკება.

ტატიანა ნავკა ყოფილი მოციგურავეა და პესკოვთან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება. მისი ქონება 10 მილიონ დოლარს აღემატება. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურის მონაცემებით, მას აქვს უძრავი ქონება მოსკოვის ელიტარულ უბანში, კიდევ ერთი მრავალმილიონდოლარიანი ბინა მოსკოვში, რომელიც მას მთავრობამ გადასცა და ბინა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ოკუპირებული. აშშ-ის მთავრობის თანახმად, ნავკა პირველად პოპულარობა 2006 წელს მოიპოვა, როდესაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონი გახდა. მოგვიანებით ის უძღვებოდა ყინულზე ცეკვის შოუს რუსეთის სახელმწიფო, პროსამთავრობო პირველ არხზე.

რაც შეეხება ნიკოლაი პესკოვს, აშშ-ის მთავრობის თანახმად, მან განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო, რუსეთში დაბრუნების შემდეგ ი მუშაობდა პროპაგანდისტულ Russian Today-ში.

„ნიკოლაის აქვს წვდომა უამრავ ძვირადღირებულ მანქანაზე და მოგზაურობს კერძო თვითმფრინავებითა და იახტებით“, – აცხადებს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახური.

რაც შეეხება ელიზავეტა ნავკას, მას ათიათასობით გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელებში, სადაც თავის მდიდრულ ცხოვრებას აჩვენებს. მან ადრე სტაჟირება გაიარა ევროპარლამენტის წევრთან, რომელიც საჯაროდ უჭერდა მხარს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიას.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურმა განაცხადა, რომ პესკოვის ოჯახის ეს სამი წევრი მდიდრული ცხოვრების წესით ცხოვრობს, რაც შეუსაბამოა პესკოვის საჯარო მოხელეს ხელფასთან და, სავარაუდოდ, ეფუძნება პუტინთან კავშირების წყალობით უკანონოდ მიღებულ სიმდიდრეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]