weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

უკრაინის გენპროკურატურის მონაცემებით, ომს უკვე 112 ბავშვი ემსხვერპლა

18:59 შაბათი, 19 მარტი 2022

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 112 ბავშვი დაიღუპა, 140 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ამასთან, გენპროკურატურის თანახმად, რეგულარული დაბომბვისა შედეგად დაზიანდა 489 სასწავლო დაწესებულება, აქედან 69 მთლიანად განადგურდა.

„დაზიანებული სკოლები და საბავშვო ბაღები უმეტესად დონეცკშია – 138, ხარკოვში – 77, კიევში – 41, ნიკოლაევში – 39, სუმიში – 33, ხერსონში – 21, დედაქალაქში – 43“, – განაცხადეს გენპროკურატურაში.

უწყების ცნობით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან იმ რაიონებში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ასევე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაბომბვის ადგილების შემოწმება შეუძლებელია.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის (OHCHR) ოფისის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 მარტამდე, უკრაინაში 816 მშვიდობიანი მოქალაქე იყო დაღუპული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 1333 ადამიანს შეადგენდა. OHCHR მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია. OHCHR-ს თანახმად, მშვიდობიანი მოქალაქეები ძირითადად დაბომბვებისა და აფეთქებების შედეგად იღუპებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]