weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

13:32 სამშაბათი, 29 მარტი 2022

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, რუსეთსა და უკრაინას შორის პოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმართა და თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია.

როგორც ერდოღანმა განაცხადა, კრიზისის დაწყების დღიდან ანკარა ცდილობს ესკალაციის თავიდან აცილებას.

„ანკარამ გააკეთა ყველაფერი, რაც მოგვეთხოვება კეთილმეზობლობის, მეგობრობის, ჰუმანიზმის და განსაკუთრებით, სამართლებრივი პრინციპებით. ყოველი დაღუპული ადამიანი, ყოველი დანგრეული შენობა, ეკონომიკისა და კეთილდღეობის ნაცვლად კონფლიქტზე დახარჯული ფული არის ის, რაც საერთო მომავალს გვაკარგვინებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

უკრაინის დელეგაციის წევრებს შორის, უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი არიან. მოლაპარაკებებს წინ უძღოდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმირ მედინსკისა და დავით არახამიას შორის პირისპირ შეხვედრა.

დარბაზში, სადაც თურქეთის პრეზიდენტმა მხარეებს მიმართა, რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩიც იმყოფებოდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ომი დაიწყო. გაეროს მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში სულ მცირე 1151 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1824 კი დაშავდა. 4 მილიონამდე უკრაინელი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]