weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ ხალხს ვეხმარებით – პუტინი უკრაინაში ომზე

16:12 სამშაბათი, 12 აპრილი 2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევაში ეჭვი არ ეპარება. პუტინი ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

„მე პირდაპირ დავასახელე მიზანი. მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება, დონბასის სახალხო რესპუბლიკებში, რომლებიც ჩვენ ვაღიარეთ. იძულებული გავხდით, ეს გაგვეკეთებინა, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, კიევის მთავრობა, რომელსაც აქეზებდა დასავლეთი, უარს ამბობდა მინსკის შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც დონბასში პრობლემის მშვიდობიან მოგვარებაზე იყო მიმართული“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, შეუძლებელი იყო დონბასში „8 წლის განმავლობაში მიმდინარე გენოციდის გაგრძელება და მოთმენა“.

„ეს ერთი და მეორე – ჩვენდა სამწუხაროდ, დაიწყეს უკრაინის ანტირუსულ პლაცდარმად გადაქცევა, დაიწყეს დიდი ხნის განმავლობაში არსებული ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტების გაზრდა.

თუ ყურადღება მიაქციეთ, ერთ-ერთ ჩემს მიმართვაში ვთქვი, სპეციალურად ზრდიდნენ ამ ყლორტებს და ამ ძალებთან შეტაკება რუსეთისთვის გარდაუვალი იყო“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები შეტევას თავად აპირებდნენ და დროს არჩევდნენ.

„შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რამდენად ღრმად არის ეს ყველაფერი ჩაზრდილი. ეს აშკარაა. ეს ნეონაციზმი, სამწუხაროდ, ცხოვრების ფაქტია საკმაოდ დიდ და ჩვენთვის ახლობელ ქვეყანაში. ეს გარდაუვალი იყო. მხოლოდ დროის საკითხი იყო. რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ ერთი მხრივ, ვეხმარებით ხალხს, ვშველით ხალხს, მეორე მხრივ კი ვიღებთ ზომებს თავად რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ცხადია, სხვა არჩევანი არ გვქონდა. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ეჭვგარეშეა, რომ მიზნები მიღწეული იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა განცხადება ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნი-ში“ ვიზიტის დროს გააკეთა. ის იქ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]