weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

შვეიცარიის სოფელში დასახლების მსურველ ოჯახებს 70 ათას დოლარს უხდიან

17:19 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

ოდესმე გიფიქრიათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე? შვეიცარიაში არსებული პატარა მთიანი სოფელი ალბინენი საამისოდ ყველა მსურველ ოჯახს 70 000 აშშ დოლარს სთავაზობს.

ვალეს კანტონაში მდებარე თვალწარმტაცი სოფელი ამგვარად იზიდავს ადამიანებს, იცხოვრონ მშვიდ საცხოვრებელ ადგილზე და დატკბნენ ალპური პეიზაჟით, პარალელურად კი თავიდან აიცილონ სოფლის გაუკაცრიელება.

ინიციატივის მიხედვით, ალბინენში დასახლების შემთხვევაში ერთი ზრდასრული ადამიანი 25 000 დოლარს მიიღებს, თითო შვილზე კი 10 ათასი დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფელში საცხოვრებლად გადასვლისას მსურველმა ოჯახმა შესაძლოა 70 ათასზე მეტი დოლარი მიიღოს.

ხსენებულ სოფელში ამჟამად 240 ადამიანი ცხოვრობს, რადგან ბოლო პერიოდში იგი ბევრმა მაცხოვრებელმა მიატოვა სხვადასხვა მიზეზის გამო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]