თებერვალი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

ბოლივიაში გაზის ავზის აფეთქებისას 8 ადამიანი დაიღუპა

15:34 - 12 თებერვალი 2018 hits 99

ბოლივიის ქალაქ ორუროში კარნავალის დროს გაზის ავზი აფეთქდა, რასაც რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. ინციდენტისას ასევე დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.

გაზის ავზი ერთ-ერთ გარემოვაჭრეს ხალხმრავალ ქუჩაზე აუფეთქდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულები ვერტმფრენებით ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასში გადაიყვანეს, სადაც მათი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.

ორუროს ყოველწლიურ პაგანურ-კათოლიკურ კარნავალში, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია იმართება და UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]