weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ერდოღანმა თურქებს მოუწოდა, iPhone-ზე და სხვა ამერიკულ პროდუქციაზე უარი თქვან

13:41 სამშაბათი, 14 აგვისტო 2018
ფოტო არქივიდან © AP ფოტო არქივიდან © AP

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გეგმავს ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადოს.

„ჩვენ ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ. ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს. ჩვენ გვაქვს საკუთარი სმარტფონი - Vestel Venus“, - განაცხადა ერდოღანმა.

როდის და რა სახის შეზღუდვები დაწესდება ამერიკულ ელექტრონულ პროცედურაზე ამ დროისთვის უცნობია.

თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე. ამის გამო, აგვისტოს დასაწყისში აშშ-მ თურქეთის იუსტიციისა და შს მინისტრებს სანქციები დაუწესა, გარდა ამისა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გადასახადებს გაზრდის.

პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში 20 წელზე მეტი ცხოვრობდა, 2016 წელს დააკავეს. მას ბრალად ედება „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი. ორივე ორგანიზაციას თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციებად განიხილავს, გარდა ამისა, გიულენი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის იდეოლოგად მიაჩნიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]