weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

მსოფლიო

ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი, მწერალი და ტელეწამყვანი ნილ დეგრას ტაისონი გახმაურებული პირადი სკანდალის შემდეგ უახლოეს მომავალში ტელევიზიას დაუბრუნდება და თავის დოკუმენტური ფილმების ციკლს (Cosmos: Possible Worlds, StarTalk) გააგრძელებს.

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი გამოდის ინიციატივით, რომ დედაქალაქ ასტანას სახელი შეუცვალონ და პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაარქვან. ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას თითქმის 30 წელი მართავდა, გუშინ გადადგა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს, 20 მარტს, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სპეციალური მიმართვისას განაცხადა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ნაზარბაევი ქვეყნის უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს.

ცნობილმა დრანგმა დიპლომატმა და პოლიტიკოსმა, ქვეყნის მინისტრმა ევროპულ საქმებში, ნატალი ლუაზომ საკუთარ კატას „ბრექსიტი“ დაარქვა.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ზიმბაბვეში ციკლონ „იდაის“ შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა. სტიქია ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს. მანამდე ტროპიკული შტორმი მალავისა და მოზამბიკში დაფიქსირდა.

ახალ ზელანდიაში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შემდეგ დაკავებულ ავსტრალიელს, 28 წლის ბრენტონ ტარანტს ბრალი მკვლელობისთვის წარედგინა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ის უკვე წარდგა ქრაისთჩერჩის რაიონული სასამართლოს წინაშე და 5 აპირალმდე წინასწარი პატიმრობა…

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში შეიარაღებული პირები ორ მეჩეთს თავს დაესხნენ და მორწმუნეებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმა 15 მარტს, ლოცვის შემდეგ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი, 20 კი დაჭრილია.

სოციალური ქსელები Facebook-ი და Instagram-ი დღეს, 13 მარტს მრავალ ქვეყანაში შეფერხებით მუშაობს. ვებგვერდ Downdetector-ის მონაცემებით, ქსელების მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მასშტაბურია აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში. Facebook-ის გაუმართაობაზე საქართველოშიც ჩივიან.

ავსტრალიელ კარდინალს, ჯორჯ პელს, ორ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის გამო 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 77 წლის სასულიერო პირი ყველაზე მაღალი რანგის კათოლიკე მღვდელმსახურია მათ შორის, ვისთვისაც მსგავსი განაჩენი გამოუტანიათ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]