weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

აზერბაიჯანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში 6 ჯარისკაცი დაიღუპა

17:07 შაბათი, 17 ივნისი 2017

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 და 16 ივნისს, მთიან ყარაბაღში 6 ჯარისკაცი დაიუპა. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ „სომხეთის ოკუპაციური ძალების“ პროვოკაციას უპასუხეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულების გარდა არიან დაჭრილებიც.

„სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიან ყარაბაღში, გამყოფ ხაზთან პროვოკაციების განხორციელებას აგრძელებენ. თავდაცვის სამინისტრო იძლევა გაფრთხილებას, რომ მოწინააღმდეგის ამგვარი ქმედებები მკაცრად იქნება აღკვეთილი, ხოლო პასუხისმგებლობა იმ დანაკარგზე, რაც მოწინააღმდეგე მხარეს ექნება, მთლიანად დაეკისრება სომხეთის სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გუშინ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებულ სროლას სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ყარაბაღის ცნობით, სამხედროები ერთ-ერთ თავდაცვით პუნქტზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან სროლის შედეგად დაიღუპნენ.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში ვითარება განსაკუთრებით 2016 წლის აპრილში დაიძაბა, რის შემდეგაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად ამისა მთელი წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში სროლები არ წყდება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გამო თითქმის 30 წელია მიმდინარეობს. 1988 წელს დაწყებული ომი 1994 წელს ზავით დასრულდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მრავალჯერ დაირღვა. კონფლიქტის შედეგად დაღუპულია 30 ათას ადამიანზე მეტი.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]