„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს მეგობრობისა და კარგი მეზობლობის ტრადიციული ურთიერთობა აკავშირებთ. მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ურთიერთნდობისა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და მომავალ წლებში წარმატებით განვაგრძობთ ყველა სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა საფრანგეთის, ესტონეთის, ბელარუსის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტებმაც მიულოცეს.