weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

13:55 კვირა, 09 დეკემბერი 2018

დღეს, 9 დეკემბერს, სომხეთში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნული კრების რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ხმის მიცემა 2010 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი დროით დილს 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 573 779 მოქალაქეა.

სომხეთის პარლამენტის არჩევნებში 11 პოლიტიკური ძალა - 9 პარტია და 2 ბლოკი მონაწილეობს. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის „ჩემი ნაბიჯი“ და სომხეთის რესპუბლიკური პარტია. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, საარჩევნო ბლოკებმა კი 7%-იანი.

მოქალაქეები მე-7 მოწვევის პარლამენტის 101 დეპუტატს ხუთი წლის ვადით აირჩევენ. სპეციალური კვოტით დამატებით 4 ადგილი გათვალისწინებულია ყველაზე მსხვილი ეროვნული უმცირესობების - იეზიდების, რუსების, ასირიელებისა და ქურთების წარმომადგენლებისთვის.

სომხეთის საპარლამენტო რესპუბლიკაა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]