The Economist-ის მიხედვით, 2018 წელს სომხეთის ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებით, ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცადა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. ნიკოლ ფაშინიანი - „ქარიზმატული და წვეროსანი ყოფილი ჟურნალისტი და პარლამენტის წევრი“, კანონიერი გზით მოვიდა ხელისუფლებაში.
„პუტინის მიერ დანიშნული მმართველი უარყვეს, არავინ მოუკლავთ. რუსეთს არ მისცეს ჩარევის საბაბი“, – წერს გამოცემა ბოლო 12 თვეში სომხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ წარმატების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ტერიტორიული კონფლიქტის დაწყების ალბათობა ჯერ ისევ დიდია.
The Economist-ი „წლის ქვეყანას“ 2013 წლიდან ირჩევს. გამოცემის რედაქცია აღნიშნავს, რომ 12 თვის მანძილზე დემოკრატიის მხრივ მიღწეული წარმატება, არ ნიშნავს, რომ მომავალში ქვეყანა პროგრესის გზიდან არ გადაუხვევს. მაგალითად, გასული წლის ქვეყანა საფრანგეთი იყო, დღეს კი იქ პროტესტი და არეულობაა. 2015 წელს გამარჯვებული მიანმარი გახდა, რომელმაც „სისხლიან რეგრესს განიცდის“.