weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ტერორისტულ ორგანიზაციებში 1300-მდე დაღესტნელია გაწევრიანებული - რამაზან ჯაფაროვი

14:09 პარასკევი, 23 ივნისი 2017

საერთაშორისო ექსტრემისტულ ორგანიზაციებში 1286 დაღესტნელია გაწევრიანებული და ყველა მათგანზე ფედერალური ძებნაა გამოცხადებული. ამის შესახებ დაღესტნის ვიცე-პრემიერმა რამაზან ჯაფაროვმა განაცხადა. მისი განმარტებით, დაღესტნელები ძირითადად სირიაში, სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ იბრძვიან.

„770 ადამიანის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია 62 პირი, რომლებიც ქვეყნიდან გასვლას ასეთ ორგანიზაციებში გაწევრიანების მიზნით გეგმავდნენ. 2014-2017 წლებში საერთაშორისო რადიკალური ორგანიზაციებიდან უკან 108 პირი დაბრუნდა“, - განაცხადა ჯაფაროვმა.

მისივე თქმით, სამშობლოში დაბრუნების დროს სამართალდამცავებმა 15 დაღესტნელი მოკლეს.

დღეს „კავკაზსკი უზელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღესტანში მცხოვრები სამი პირი სირიაში მოქმედი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ინფორმაციით, მათ 2014 წელს სირიაში მყოფ მებრძოლებს 100 ათას რუბლზე მეტი გადაურიცხეს.

ტერორიზმის დაფინანსებაშია ბრალდებული კიდევ ერთი დაღესტნელი, რომელმაც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრებს 2014 წლიდან 152 ათას რუბლზე მეტი გადაურიცხა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]