weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

აზერბაიჯანის ჯარი მსოფლიოს 50 უძლიერეს ჯარს შორის არის - ილჰამ ალიევი

14:02 კვირა, 25 ივნისი 2017
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს აზერბაიჯანის ჯარი მსოფლიოს 50 უძლიერეს ჯარს შორის არის. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. ამას საზოგადოებაც ხედავს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ შირვანში, საბრძოლო მასალების საწარმოს გახსნაზე.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანში 30-მდე სამხედრო საწარმო ფუნქციონირებს და შეიარაღებული ძალების მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადად ქვეყანაში დამზადებული სამხედრო პროდუქციით ხდება.

„ამ სამი წლის განმავლობაში 1 200-ზე მეტი დასახელების სამხედრო პროდუქტის წარმოება დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანმა მსოფლიოში თავისი ნიშა ამ მიმართულებითაც დაიკავა. დღეს აზერბაიჯანი იმ წამყვან სახელმწიფოებს შორისაა, რომელთაც საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი გააჩნიათ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ სამხედრო სფეროს უკავშირდება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]