რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველოს თანახმად, ბესლან გაურგაშვილს ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 15 წელია.
„დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქე ბესლან გაურგაშვილი 2013 წლის შემოდგომაზე სირიაში გაემგზავრა, სადაც სამთავრობო ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. 2014 წელს ის უკან დაბრუნდა, რის შემდეგაც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გადმოვიდა და გროზნოში ცხოვრობდა. დამნაშავე ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების დროს დააკავეს. ის აღიარებს, რომ სირიაში ისლამისტების მხარეს იბრძოდა“, - ციტირებს „კავკაზსკი უზელი“ ჩეჩნეთში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველოს თანამშრომელს.
გაურგაშვილი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.