„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ სამომავლო ორმხრივი ურთიერთქმედება ხელს შეუწყობს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და გაფართოებას. ნიკოლ ფაშინიანმა მილოცვისთვის მას მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ყველა სფეროში სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობას“, – ნათქვამია სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ფაშინიანმა და ბახტაძემ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის რიგ საკითხებზე იმსჯელეს და ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელში, რომელსაც უწინ ბოლნის-ხაჩენი ერქვა, ადგილობრივებს შეხვდნენ.