weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილი კახში ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს შეხვდა

12:38 პარასკევი, 01 მარტი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი კახში დაასრულა, სადაც ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს შეხვდა და ქართული სკოლა და ეკლესია მოინახულა.

„ჩემთვის ძალიან ემოციური იყო პირველი სტუმრობა კახში. ქართული სკოლის, ეკლესიისა და მოსახლეობის მონახულება, რომელიც არ კარგავს ქართულ ენასა და კულტურას. იმედი მაქვს, რომ ბაქოში ვიზიტის შედეგები აქ, ადგილობრივ მოსახლეობაზე, დადებითად აისახება. მადლობა საოცარი მიღებისთვის, ჩვენ შორის კავშირი არასდროს გაწყდება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოკითხვა გადასცა. პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტის შეხვედრებიც მიმოიხილა.

„ძალიან მიშვნელოვანი იყო ასეთი მიღება, რომელიც მაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარების გზები, ორივე ქვეყნისათვის მომგებიანი, ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები თქვენზეც აისახება და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაზეც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ატარებენ ქვეყნის იდენტობას, ენასა და კულტურას, რაც ძალიან ბევრის მთქმელია.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად, ფიზიკურად აკავშირებენ ორივე ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით და კეთილგანწყობებით მივაღწევთ შედეგებს ეკლესიის, თეატრის აღდგენისა და კულტურული ცენტრის საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]