weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანის ბიუჯეტიდან პრობლემური კრედიტების დასაფარად თანხა გამოიყოფა

15:23 პარასკევი, 01 მარტი 2019

აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფიზიკური პირების საბანკო კრედიტების დასაფარად თანხა გამოიყოფა. ფიზიკური პირების პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით დამატებითი ზომების შემუშავებაზე განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 თებერვალს გამოსცა.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები გათვალისწინებული იქნება იმ საკრედიტო ვალების დასაფარად, რომლებიც დევალვაციის შედეგად გაიზარდა. განკარგულება ვრცელდება უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხზე, რომელიც 10 ათასს აშშ დოლარს არ აღემატება.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ძირითადად მიმართული უნდა იყოს ბანკების მიმართ ფიზიკური პირების დავალიანებების დასაფარად, მათ შორის ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკებიც იგულისხმებიან.

შესაბამისმა უწყებამ 15 დღის განმავლობაში უნდა განსაზღვროს და სახელმწიფოს მეთაურთან შეთანხმებით, დაამტკიცოს დევალვაციის შედეგად გაზრდილი კრედიტების დაფარვის მექანიზმი, 45 დღის განმავლობაში კი უნდა განისაზღვროს ამ კრედიტების დასაფარად საჭირო თანხის სრული ოდენობა და იმ ფიზიკური პირების სია, რომელთა საკრედიტო ვალებიც დაიფარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]