weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანში ცილისწამებისთვის დაპატიმრებული ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი გაათავისუფლეს

13:46 კვირა, 03 მარტი 2019

აზერბაიჯანში, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, მეჰმან ჰუსეინოვი გაათავისუფლეს. ჰუსეინოვი ცნობილი ვიდეობლოგერია, რომელმაც არაერთი რეპორტაჟი მოამზადა კორუფციასა და მაღალჩინოსნების მიერ უკანონოდ შეძენილ ქონებაზე. 2017 წლის მარტში, სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო პოლიციის მიმართ ცილისწამებაში და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბლოგერი აცხადებდა, რომ პოლიციელებმა გაიტაცეს და სცემეს.

ჰუსეინოვი ციხიდან მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა გამოსულიყო, თუმცა 2018 წლის დეკემბერში მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამსართლის საქმე აღიძრა. პროკურატურის მტკიცებით, ჰუსეინოვმა ციხის თანამშრომელს სცემა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში პროკურატურამ განაცხადა, რომ ჰუსეინოვის წინააღმდეგ აღძრული მეორე სისხლის სამართლის საქმე „გაუქმდა“. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბლოგერმა პრეზიდენტს მის საქმეზე სამართლიანი განაჩენის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. ამასთან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ჰუსეინოვის ნათესავებზე დაყრდნობით ირწმუნებოდა, რომ ბლოგერს ილჰამ ალიევისთვის არ მიუმართავს.

ციხიდან გამოსვლისთანავე, 2019 წლის 2 მარტს, მეჰმან ჰუსეინოვმა დედის საფლავი მოინახულა. ჰუსეინოვის დედა იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მისი შვილი პატიმრობაში იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]