weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩეჩნეთში ითხოვენ იმ ვებ-გვერდების დაბლოკვას, სადაც ISIS-ზე მასალები ქვეყნდება

17:24 შაბათი, 01 ივლისი 2017

ჩეჩნეთის პროკურატურა იმ ინტერნეტ-საიტების დაბლოკვას ცდილობს, სადაც ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" საქმიანობის შესახებ მასალები ქვეყნდება. "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, პროკურატურამ გროზნოს სასამართლოს სარჩელით 28 ივნისს მიმართა.

"პროკურატურის თანამშრომლების მიერ ინტერნეტ საიტების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სამი რესურსი, სადაც რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" საქმიანობის შესახებ მასალებია გამოქვეყნებული. ტერორიზმისა და ექსტრემიზმის პროპაგანდა ფედერალური კანონით არის აკრძალული", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროკურატურის სარჩელს დააკმაყოფილებს, ინტერნეტ პროვაიდერები ვალდებული იქნებიან, შესაბამისი ვებ-გვერდები დაბლოკონ. ამ საკითხზე სასამართლო განხილვა უახლოეს ხანებშია დაგეგმილი.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]