"ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში შეხვდებიან ერთთმანეთს, რაც 11 ივლისს მოხდება. მოსალოდნელა, რომ შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართული შუამავლებიც", - განუცხადა "რია ნოვოსტის" წყარომ, რომელიც დიპლომატიური წრიდანაა.
30 ივნისს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ მზად არის აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს შეხვდეს. მისივე თქმით, შეხვედრა ივლისში შედგება. მინისტრმა კომენტარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მთიანი ყარაბაღის მხარის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ბოლოს მიმდინარე წლის 28 აპრილს, მოსკოვში შეხვდნენ. შეხვედრის ინიციატორი რუსეთის მხარე, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იყო.