weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეუთო ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიკენ მოუწოდებს

10:27 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

ეუთოს მინსკის ჯგუფი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები. მათი განცხადებით, ამ ხანგრძლივი კონფლიქიტის მოგვარების ერთადერთი პასუხისმგებლიანი და ჰუმანური გზა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაა.

ეს განცხადება ეუთოს მინსკის ჯგუფმა 4 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებებს აზერბაიჯანის ფიზულინის რაიონის სოფელ ალხანლიში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული ქმედებების შედეგად სოფელ ფიზულინის მცხოვრებლები - 50 წლის საჰიბა ალაჰვერდიევა და მისი ორი წლის შვილიშვილი ზაჰრა გულიევა დაიღუპნენ.

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოხეთის მხარემ აზერბაიჯანს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. მთიანი ყარაბაღის მტკიცებით, აზერბაიჯანულმა მხარემ თავისი სასროლი წერტილები დასახლებულ პუნქტებში განალაგა, რითაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ სამიზნედ აქცია. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანი უარყოფს და აცხადებს, რომ სოფელში მათი სასროლი წერტილები არ ყოფილა.

11 ივლისს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ჰიკმეტ ჰაჯიევის განცხადებით, სომხეთი სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის იმიტაციას აკეთებს და ყველანაირად ცდილობს მის ჩაშლას.

„სომხეთი მიისწრაფის მოლაპარაკების პროცესი ტექნიკური უსაფრთხოების საკითხებისკენ მიმართოს და სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობს, რათა აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი ყოფნა გაახანგრძლივოს. აზერბაიჯანი კი ემხრობა საგნობრივ მოლაპარაკებებს და კონფლიქტის პოლიტიკური რეგულირების საკითხზე მსჯელობას“, - განაცხადა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, კონფლიქტის პილიტიკური რეგულირების ერთადერთი გზა მთიანი ყარაბაღიდან სომხური ჯარის გაყვანაა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]