weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთი ახლოსაა და ხელს გამოგიწვდით – კადიროვმა ზელენსკის გამარჯვება მიულოცა

11:21 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკის არჩევას გამოეხმაურა. მან ზელენსკის გამარჯვება მიულოცა და რუსეთის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.

„რუსეთი ყველაზე ახლო მეზობელია, რუსეთი ქვეყანაა, რომელიც პირველი გამოგიწვდით დახმარების ხელს უბედურების ჟამს, რუსეთი ახლოს არის, ხოლო ისინი, ვინც მუჯლუგუნებით იწევენ სამეგობროდ, ცხრა მთას იქით არიან“, – განაცხადა კადიროვმა.

მან ზელენსკის წარმატება უსურვა კეთილ საქმეებში, რომლებიც „უკრაინის აღორძინებისა და უკრაინელი და რუსი ხალხის ერთიანობისკენ იქნება მიმართული“.

ამასთან, კადიროვმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დიდი საიდუმლოა, ვის გუნდშია ვლადიმირ ზელისნკი, თუმცა, მთავარია ის, რომ ნდობის მანდატი აქვს.

„რა თქმა უნდა, მეორე ტურში გასვლის მომენტიდან სახელმწიფო დეპარტამენტისა და დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებს მასზე შესაძლოა მოეხდინათ მასიური ფსიქოლოგიური შეტევა და მიეთითებინათ, ვისთან უნდა იმეგობროს და ვისი მტერი უნდა იყოს“, – განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა.

უკრაინაში გუშინ გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც დიდი უპირატესობით მოიგო კომიკოსმა და შოუმენმა, ვლადიმირ ზელენსკიმ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]