„რუსეთი ყველაზე ახლო მეზობელია, რუსეთი ქვეყანაა, რომელიც პირველი გამოგიწვდით დახმარების ხელს უბედურების ჟამს, რუსეთი ახლოს არის, ხოლო ისინი, ვინც მუჯლუგუნებით იწევენ სამეგობროდ, ცხრა მთას იქით არიან“, – განაცხადა კადიროვმა.
მან ზელენსკის წარმატება უსურვა კეთილ საქმეებში, რომლებიც „უკრაინის აღორძინებისა და უკრაინელი და რუსი ხალხის ერთიანობისკენ იქნება მიმართული“.
ამასთან, კადიროვმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დიდი საიდუმლოა, ვის გუნდშია ვლადიმირ ზელისნკი, თუმცა, მთავარია ის, რომ ნდობის მანდატი აქვს.
„რა თქმა უნდა, მეორე ტურში გასვლის მომენტიდან სახელმწიფო დეპარტამენტისა და დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებს მასზე შესაძლოა მოეხდინათ მასიური ფსიქოლოგიური შეტევა და მიეთითებინათ, ვისთან უნდა იმეგობროს და ვისი მტერი უნდა იყოს“, – განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა.
უკრაინაში გუშინ გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც დიდი უპირატესობით მოიგო კომიკოსმა და შოუმენმა, ვლადიმირ ზელენსკიმ.