weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბავშვების სქესობრივი განათლება აუცილებელია, შუა საუკუნეებში ჩარჩენა გვინდა? – ფაშინიანი

18:03 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა სქესობრივი განათლების შესახებ საბავშვო წიგნთან „ჩემი სხეული – ჩემი საქმეა“ დაკავშირებულ სკანდალს და მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების სქესობრივი განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ გაეცნო წიგნს, თუმცა მასში დასაგმობი ვერაფერი ნახა.

„წავიკითხე ეს წიგნი და დასაგმობი ვერაფერი ვნახე. პატივს ვცემ მათ, ვინც სხვაგვარად ფიქრობს. უბრალოდ, უნდა ვისაუბროთ ამ საკითხებზე. უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვები იზრდებიან და ჩნდება კითხვა, საიდან იღებენ ისინი ინფორმაციას სქესობრივი ცხოვრების შესახებ. ქუჩიდან, აკრძალული ფილმებიდან, პორნოსაიტებიდან? ეს არ გვაწუხებს? უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვების სქესობრივი განათლება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც პრემიერობის ერთი წელი შეაჯამა.

მისივე თქმით, სწორედ ეს საკითხები ახდენენ გავლენას ცხოვრებასა და ოჯახის სიმტკიცებზე.

„იმპოტენციის შემთხვევათა უმრავლესობა სქესობრივი განათლების ნაკლებობის შედეგია ქორწინების პირველ ღამეს. განა არ არის ეს ჩვენი ტრადიციული ოჯახის და დემოგრაფიული მდგომარეობის პრობლემა? განა სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს? თუ ეს სასაცილო თემაა? სომხეთის ადრეულ შუა საუკუნეებში ჩარჩენა გვინდა? უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პრობლემაა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოჯახებში ბავშვებისთვის გინების სწავლება ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა, არავის ესმის, რომ სწორედ ეს არის გარყვნილება.

შაბათს ერევნის ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჩემი სხეული – ჩემი საქმეა“, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. აქტივისტების ჯგუფმა წიგნის პრეზენტაცია ჩაშალა. მათი განცხადებით კარენ უილტონის წიგნის მიზანია ოჯახური ფასეულობების შეურაცხყოფა და ბავშვებისთვის გარყვნილების სწავლება. წიგნის გამომცემლები კი ირწმუნებიან, რომ იგი ბავშვების სქესობრივი განათლებისკენ არის მიმართული, იძლევა ინფორმაციას ბავშვის სხეულზე სახიფათო და არასასურველი შეხების შესახებ და მიზნად ისახავს, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციას.

სკანდალს გამოეხმაურა შრომისა და სოციალურ საკითხებში მინისტრი ზაური ბატოიანი, რომელმაც წიგნის პრეზენტაციის ჩაშლა დაგმო. მისი თქმით, საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, 2017 წელს მომხდარი 161 სქესობრივი ხასიათის დანაშაულიდან 101 შემთხვევაში ძალადობის ობიექტი ბავშვები იყვნენ. მისი თქმით, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე კარგი გზა განათლებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]