weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახალი დღე მოზამბიკში - National Geographic

22:39 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

მოზამბიკში მდებარე გორონგოზას ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა, რომელიც რამდენიმეწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად გაჩანაგდა, ამჟამად ნელ-ნელა ღონეს იკრებს.

გორონგოზა, რომელიც აფრიკის დიდი რიფტული ხეობის სამხრეთ კიდეზე ჭალის გასწვრივ გადაჭიმულა ერთ დროს სანადირო ნაკრძალი იყო: ის 1921 წელს კოლონიის პორტუგალიელმა ადმინისტრატორებმა საკუთარი სპორტული გართობისთვის დააარსეს, ხალხი გაასახლეს და მხოლოდ ცხოველები დატოვეს, მაგრამ გორონგოზას იზოლირებულობა მისი მარცხის მიზეზი გახდა. 1975 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებას დამანგრეველი 15-წლიანი სამოქალაქო ომი მოჰყვა, რომლის დროსაც გორონგოზა მემარჯვენე მეამბოხე ძალების, RENAMO-ს (მოზამბიკის ეროვნული წინააღმდეგობის) თავშესაფარი გახდა. როდესაც მათთან გასამკლავებლად სახელმწიფო ჯარიც მოვიდა, გორონგოზას ტერიტორიაზე დაზიანდა პარკის სათავო ოფისი და დაიხოცა ბევრი ცხოველი თუადამიანი. 1992 წელს დროებითმა ზავმა ომი შეაჩერა, თუმცა მონადირეების მხრიდან ბრაკონიერობა გრძელდებოდა. საუკუნის მიწურულს გორონგოზას ეროვნული პარკი უკვე გაჩანაგდა.

არანაკლებ მძიმე მდგომარეობა იყო პარკის მახლობელ მიწებზე. დაახლოებით, 100 000 ადამიანი ცხოვრობდა ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს ბუფერულ ზონას ეძახიან - იქაურებს ძირითადად სიმინდი და სხვა მარცვლეული კულტურები მოჰყავდათ და საკუთარი თავის გამოკვებას ძლივს ახერხებდნენ, მათ შვილებს კი სათანადო განათლება და ჯანდაცვა აკლდათ.

მიწების გამოფიტვის შემდეგ, როდესაც სიმინდი ვეღარ ხარობდა, ფერმერები ტყეებს ჩეხდნენ, წვავდნენ და ახალ მიწაზე იწყებდნენ მუშაობას, საბოლოოდ კი გორონგოზას მთის ქვედა ფერდობიდან ზედა, უფრო ნოტიო ზონებს მიადგნენ.

სასოწარკვეთისა და ზარალის ამ ციკლის დასასრული 2004 წელს მოახლოვდა, როდესაც მოზამბიკის პრეზიდენტი ჟოაკიმ ჩისანო ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებულ ლექციას ამერიკელი გრეგ კარის მოწვევით დაესწრო. მან ფილანთროპიული ორგანიზაცია კარის ფონდი დააარსა, თუმცა მაშინ არ იცოდა, რა მიზანი ექნებოდა ფონდს. ედვარდ ო. უილსონის ნაშრომების წყალობით, იგი ბუნების დაცვითაც დაინტერესდა. ამავდროულად ის ადამიანის უფლებების შესახებ კითხულობდა.

ამის შემდეგ გრეგ კარმა მთავრობასთან გრძელვადიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. იგი პროექტში არა მარტო საკუთარ ფინანსურ რესურსებსა და მენეჯერულ ალღოს შეიტანდა, არამედ ხედვასაც (რომელსაც მთავრობაც იზიარებდა), რომ გორონგოზა შეიძლებოდა გამხდარიყო „ადამიანის უფლებების პარკი“. პარკის შიგნით და გარეთ ბუნების დაცვისა და კვლევით საქმიანობას აფინანსებს ასევე National Geographic Society და ქალთა განათლებისა და გაძლიერების პროექტები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]