weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მხითარიანი ბაქოში არ გაემგზავრება

12:04 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

ბაქოში გასამართ ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში ლონდონის „არსენალს“ სომეხი ლეგიონერი ჰენრიხ მხითარიანი ვერ დაეხმარება, რისი მიზეზიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა. ფეხბურთელმა მუქარის შემცველი არაერთი წერილიც მიიღო.

„მიკისა და მის ოჯახთან დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესია, მან ფინალი გამოტოვოს. მიკი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და მან ფინალის საგზურის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა. სამწუხაროა, რომ ფეხბურთელს ასეთ გამორჩეულ მატჩში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა“, - წერია „არსენალის“ ოფიციალურ განცხადებაში.

ამპლუით შემტევი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი მიმდინარე სეზონში პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და ალექსანდრ ლაკაზეტის შემდეგ თავისი გუნდის მესამე საუკეთესო მეგოლეა. ევროპა ლიგა მან 2017 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში მოიგო და ფინალში „აიაქსს“ გოლიც გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, ევროპა ლიგის ფინალი აზერბაიჯანის დედაქალაქში 29 მაისს შედგება - თასისა და მედლების მოსაგებად ერთმანეთის პირისპირ ორი ლონდონური კლუბი, „ჩელსი“ და „არსენალი“ წარდგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]