weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დავით გარეჯში ძეგლების კონსერვაცია და დაცვის გაძლიერება იგეგმება – აზერბაიჯანული მედია

19:00 პარასკევი, 24 მაისი 2019
ფოტო © ONA ფოტო © ONA

დავით გარეჯის ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლების კონსერვაცია და დაცვის გაძლიერება იგეგემება. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა ONA წერს. გამოცემის თანახმად, 22 მაისს, სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა „Azerbarpa“-მა სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი „კეშიკჩიდაგი“ (დავით გარეჯი) დაათვალიერა და ნაკრძალის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.

ONA-სთან ინსტიტუტის დირექტორმა, ტელმან კერიმლიმ განაცხადა, ნაკრძალის ვიზიტორებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნაკრძალის ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ მუდმივი სამუშაო ადგილი ნაკრძალის ტერიტორიაზე. ასევე შეკეთდება გზები. კონსერვაცია ჩაუტარდება აქ არსებულ ისტორიულ ძეგლებს, გაძლიერდება დაცვა“, – ციტირებს ONA ინსტიტუტის დირექტორის კომენტარს.

გუშინ, 23 მაისს, გიდმა ზვიად ანანიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულ მხარეს სპეციალური ტექნიკა ჰყავს მობილიზებული და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზა გაჰყავს.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი ადასტურებს, რომ სამუშაობს სამი ბულტოზერით იმ ტერიტორიაზე აწარმოებენ, რომელიც დადაოა და სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დადგენილი არ არის.

ამ მოვლენების პარალელურად ბაქოში გუშინ და დღეს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის პირველი სხდომა იმართება. გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ყველა საკითხს კომისიის ფარგლებში გაივლიან. მისივე თქმით, „უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს“. ზალკალიანი ყველას მოუწოდებს, ემოციური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]