„გულითადად ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ სომხურ-ქართული ამჟამინდელი მაღალი დონის ურთიერთობები მომავალშიც ჩვენი ხალხების ინტერესებს მოემსახურება“, – წერს ფაშინიანი.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერევანში საქართველოს დროშები იყო გამოფენილი.