weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ჩეჩნეთ-ინგუშეთში გაუჩინარებულთა ნათესავებისთვის რუსეთს €1.6 მილიონის გადახდა დაეკისრა

11:39 პარასკევი, 07 ივნისი 2019

ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მცხოვრები და 2000-იან წლებში, რუსი სამხედროების სპეცოპერაციების მიმდინარეობისას უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 20 ადამიანის ნათესავებს რუსეთმა 1.64 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მუხთაროვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ 4 ივნისს გახდა ცბობილი. სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი, კერძოდ, სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება, ასევე ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, განმცხადებლებმა 1.47 ევრო უნდა მიიღონ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით, ხოლო 170 ათასი ევრო - მატერიალური ზიანისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]