სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მუხთაროვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ 4 ივნისს გახდა ცბობილი. სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი, კერძოდ, სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება, ასევე ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, განმცხადებლებმა 1.47 ევრო უნდა მიიღონ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით, ხოლო 170 ათასი ევრო - მატერიალური ზიანისთვის.