განაჩენი გამოუტანეს მთავარი ბრალდებულის 4 თანამზრახველსაც. მათ 11-დან 19 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ და დადაევის მსგავსად, ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ისინი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან.
გამოძიების თანახმად, 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვში სწორედ დადაევმა ესროლა პუტინის მთავარ კრიტიკოსს, 55 წლის ბორის ნემცოვს. დანაშაულში ეჭვმიტანილი ხუთი ჩეჩენი - ზაურ დადაევი, ანზორ გუბაშევი, ზამზატ ბახაევი, შადიდ გუბაშევი და ტემირლან ესკერხანოვი სამართალდამცავებმა 2015 წლის მარტში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნემცოვზე თავდასხმას ისინი რამდენიმე თვე ამზადებდნენ, რაშიც 15 მილიონი რუბლი უნდა აეღოთ.
ბორის ნემცოვის ქალიშვილი ჟანა იმ პირების გასამართლებას მოითხოვს, რომლებმაც მამამისის მკვლელობა შეუკვეთეს. ნემცოვის ნათესავები ირწმუნებიან, რომ მკვლელობა პოლიტიკური მოტივით განხორციელდა. მათ ეჭვი აქვთ, რომ მკვლელობასთან ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვია დაკავშირებული.