weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

კადიროვის რეზიდენციასთან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

11:38 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

ტერორისტული ორგანიზაციის - „ისლამური სახელმწიფოს“ კავკასიის წარმომადგენლობამ პასუხისმგებლობა აიღო ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, სამართალდამცველებზე მომხდარ თავდასხმაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია SITE ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 23 ივნისს, რამზან კადიროვის რეზიდენციის მახლობლად, ავტომობილის მძღოლი, რომელიც გადამოწმების მიზნით იყო გაჩერებული, დანით თავს დაესხა საგზაო-საპატრულო სამსახურის თანამშრომელს. თავდამსხმელს გამვლელმა, რუსეთის ეროვნული გვარიის თანამშრომელმა ესროლა, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. შედეგად, თავდამსხმელი დაღუპა, ორი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩეჩნეთის შინაგან სამეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელს თავს დაესხა გროზნოს მკვიდრი, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც დაქირავებული ავტომობილით გადაადგილდებოდა.

მანამდე, რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასმის შედეგად სამი ადამიანი იყო მოკლული - სამართალდამცავი ორგანოს ერთი წარმომადგენელი და ორი თავდამსხმელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]