weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ნაცვლად ჩრდილოეთ კავკასიაში დასვენებას ურჩევენ

10:10 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

„ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებს შეუძლიათ წარმატებით ჩაანაცვლონ საქართველოს ტურისტული მიმართულებები მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეჩერდა“, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ დეგტიაროვმა განაცხადა.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ტეგტიაროვმა აღნიშნა, რომ 2018 წელს საქართველოს 2 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, რომლებმაც 3.5 მილიარდი დოლარი დატოვეს. მისივე თქმით, სრულებით სამართლიანი იყო საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა, რამდენადაც „ქვეყანაში ტურისტების უსაფრთხოება გარანტირებული არ არის“.

„რა შეიძლება შევთავაზოთ სანაცვლოდ რუს ტურისტებს? ჩრდილოეთ კავკასიის შესანიშავი, თანამედროვე და იაფი კურორტები.

არის რეგულარული ავიამიმოსვლა მახაჩყალასთან, გროზნოსთან, ვლადიკავკაზთან, ნალჩიკთან და მინვოდთან. ყველა რესპუბლიკა გელოდებათ.

მოგესალმებით ჩრდილოეთ კავკასიაში, ყველა რესპუბლიკა გელოდებათ, იქ ყველაფერი მუშაობს, ყველა რუსულ ენაზე ლაპარაკობს, მიმოქცევაში რუსული რუბლია და უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა. საქართველოში კი არაფერი გვესაქმება“, – განაცხადა დეგტიაროვმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება 8 ივლისიდან აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 21 ივლისს, თბილისში ანტისაოკუპაციო გამოსვლების დაწყებიდან მეორე დღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]