weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ჩეჩენი ბლოგერი თბილისში არ დაუკავებიათ, მან საქართველო დატოვა

17:49 სამშაბათი, 18 ივლისი 2017

ჩეჩნეთიდან დევნილი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი თბილისში არ დაუკავებიათ. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მათ თავად ბლოგერმა შეატყობინა და განაცხადა, რომ საქართველოდან 11 ივლისს წავიდა, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საკუთარი ადგილსამყოფელის დასახელება არ შეუძლია.

გუშინ „კავკაზ რეალიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16 ივლისის საღამოს, ტუმსო აბდურახმანოვი თბილისში დააკავეს. ამ განცხადების საფუძველი, გამოცემის ცნობით, აბდურახმანოვის მიერ რედაქციაში გაგზავნილი აუდიო შეტყობინება გახდა, საიდანაც ირკვეოდა, რომ ის პატიმრობაშია.

ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩენეთში 2015 წლის ნოემბერიდან იდევნებოდა რესპუბლიკის მეთაურის ბიძაშვილთან, ისლამ კადიროვთან მომხდარი ინციდენტის გამო. ჩეჩნეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

2016 წლის იანვარში  ტუმსო აბდურახმანოვი საქართველოში წამოვიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, თუმცა 2016 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება სასამართლოშია გასაჩივრებული.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]