weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანში ექვსი პირი სამშობლოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

14:20 ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განცხადებით, სახელმწიფოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებებით ექვსი პირია დაკავებული. უშიშროების სამსახურის თანახმად, ერთ-ერთი პირი სახელად მუჰთან იაყუბოვი გასაიდუმლოებული ინფორმაციით ქვეყნიდან გასვლისას დააკავეს.

უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ გასაიდუმლოებული ინფორმაცია იაყუბოვს „უცხოეთის უშიშროების სამსახურების“ დავალებით ჰქონდა  მოგროვებული. მის დაკავებას კი მოჰყვა კიდევ ხუთი პირის დაკავება ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში.

დაკავებულთა საქმიანობა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]